ყოველ სეზონზე, განსაკუთრებით კი შემოდგომასა და ზამთარში, კარგი მხედველობის ველი უსაფრთხოების უმნიშნელოვანესი პირობაა.
დააკვირდით, როგორ წმენდს საქარე მინას თქვენი მინასაწმენდები: თუ საქარე მინა დაფარულია გაუმჭვირვალე ცხიმოვანი ნადებით, კარგად გაწმინდეთ სარეცხი საშუალებით. (ამ ნადების წარმოქმნის მიზეზი არის: გამონაბოლქვი, მანქანის საბურავების ცვეთის შედეგად წარმოქმნილი უხილავი ნაწილაკები, გზებზე ავტომობილის მიერ გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერებები და ა.შ). ხოლო თუ მინასაწმენდები ტოვებს წყლის ან ჭუჭყის ზოლებს, ეს მიუთითებს, რომ რეზინები უკვე გაცვეთილია. ასეთ შემთხვევაში უკვე მათი ახლით შეცვლაა საჭირო.
ასევე, არ დაგავიწყდეთ! საქარე მინის სითხე არ უნდა გაიყინოს, რათა მისი გაწმენდა შეძლოთ. ამ მიზნით გირჩევთ, შეარჩიოთ ანტიფრიზის შემცველი სპეციალური სითხეები.
„ავტობანის“ ფილიალებში გვაქვს ბელგიური Wynn’s-ისა და გერმანული Algorex-ის ბრენდების საქარე მინის კონცენტრატები, რომლებიც რეკომენდებულია გერმანული DEKRA-ს მიერ.