27+
წლიანი გამოცდილება
კომპანია "ავტობანი" 27 წელია წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს მსოფლიო ავტომწარმოებლებსა და საქართველოს მომხმარებლებს შორის. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ორიგინალი ხარისხის ავტონაწილებისა და პრემიალური კლასის ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია.
"ავტობანის" დევიზი დაარსების დღიდანვე არის მხოლოდ ხარისხიანი ავტონაწილების მიწოდება მომხმარებლისთვის. ჩვენ გთავაზობთ წამყვანი ავტომწარმოებლების კონვეიერებზე მიმწოდებელი ქარხნებიდან იმპორტირებულ პროდუქტს, რაც უმაღლესი ხარისხის გარანტიას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მაღალი რეიტინგი მოიპოვა პროდუქტების ხარისხისა და შესაბამისად, მომხმარებლის ნდობის თვალსაზრისით. მომხმარებლის ნდობის გამართლება კი ჩვენი უპირველესი საზუნავია.
27+
წლიანი გამოცდილება
90+
გლობალური პარტნიორი
1000+
ადგილობრივი პარტნიორი
30000+
დასახელების პროდუქტი
“ავტობანის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებებია: ადამიანებზე, გარემოზე და გადაშენების პირას მყოფ ქართული ჯიშის ცხოველებზე ზრუნვა.
ავტობანი “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” დამფუძნებელი კომპანია. ასოციაციის მიზანია, ავტოინდუსტრიაში დაინერგოს ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკა.
ჩვენი კომპანია ასევე ზრუნავს გადაშენების პირას მყოფ ქართული ჯიშის ნაგაზზე, რისთვისაც ყოველთვიურად ეხმარება ტაბაკინის წმინა გიორგის მონასტრის ძაღლსაშენს და სრულად აფინანსებს იქ მობინადრე ცხოველების კვებას.
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში უარყოფა