325 მლ. ზეთში ხსნადი სითხე სარქვლების ჰიდრავლიკური საბიძგებლების (ჰიდროკომპენსატორების) ეფექტური მუშაობის აღსადგენად. ათავისუფლებს ჩაჭედილ (ჩაწებებულ) ღერძებს და სარქვლების ჰიდრავლიკური საბიძგებლების კომპონენტებს. აქრობს სარქვლების ხმაურს! ასუფთავებს ზეთის არხებს ჭუჭყისა და დეპოზიტებისგან. შეიცავს დამცავ მინარევებს. გამოყენება: დაამატეთ მთელი მოცულობა ძრავის ზეთს (ჰყოფნის 6 ლიტრამდე ზეთს). დატოვეთ ძრავში ზეთის შემდეგ შეცვლამდე. დამზადებულია ბელგიაში.
500 მლ. სწრაფად ადნობს და აშორებს ყინულს პარპრიზიდან, ფარებიდან, სარკეებიდან. უზრუნველყოფს საუკეთესო მხედველობის არეს. არ შეიცავს სპირტს. გამოყენება: შეასხით უშუალოდ მოყინულ ზედაპირს. აცალეთ, რომ სითხე ჩავიდეს სიღრმეში. მოაცილეთ დამდნარი თოვლი. დამზადებულია ბელგიაში.
250მლ. კონცენტრირებული სითხე საქარე მინის საწმენდი სისტემისთვის. აშორებს ჭუჭყსა და მწერების ნარჩენებს საქარე მინიდან და ფარებიდან. არ აზიანებს საღებავსა და რეზინის დეტალებს. არ ტოვებს თეთრ კვალს. გამოყენება: მაღალი კონცენტრაციის გამო საკმარისია განზავება 1:20-თან. ანუ, 50 მლ სითხე განაზავეთ 1 ლიტრ წყალში, შესაბამისად_250 მლ ჰყოფნის 5 ლიტრ წყალს. ჩაასხით შესაბამისი თანაფარდობით საქარე მინის სითხის ბაკში, შეავსეთ […]
125 მლ. აჩერებს წვეთვას საჭის ჰიდრავლიკური მექანიზმიდან. აუმჯობესებს მოძველებული რეზინის დეტალების ხარისხს, ასუფთავებს მთელ სისტემას. თავსებადობა: შეიძლება გამოიყენოთ Dexron II, Dexron III, Dexron VI -თან, Ford, Citroen -ის სითხეებთან, LHM, G 002 000, Audi-VW-Skoda-BMW-Porsche-Mercedes-Saab –Volvo-ს ჰიდრავლიკის სითხეებთან ერთად. (არ დაუმატოთ Citroen-ის LHS ზეთს!). გამოყენება: 1 ტუბი (125 მლ) ჰყოფნის 2 ლიტრ ზეთს. დამზადებულია ბელგიაში.
325 მლ. ზეთის დანამატი, ქმნის დამცავ ფენას (აპკს) და იცავს ძრავის დეტალებს ცვეთისგან სტარტ-სტოპის პროცესში. აღადგენს ძრავის ზეთის სიბლანტეს. თავსებადობა: ბენზინის, დიზელის და ჰიბრიდული ძრავებისთვის. გამოყენება: დაამატეთ პირდაპირ ძრავს ზეთის ჩასასხმელი ხვრელიდან. ყოფნის 6 ლიტრამდე ზეთს. დამზადებულია ბელგიაში.
500 მლ. სითხე განკუთვნილია მექანიკური ნაწილების გასაწმენდად. აშორებს ზეთს, სამუხრუჭე სითხესა და სხვა ჭუჭყს სამუხრუჭე და გადაბმულობის სისტემისა და სხვა მექანიკური ნაწილებიდან. აუმჯობესებს ხახუნს დეტალებს შორის. გამოყენება: თავდაპირველად ჯაგრისის ან ნაჭრის საშუალებით მოაშორეთ ზედაპირული ჭუჭყი. შეასხურეთ სითხე გასაწმენდ ზედაპირებს, დააყოვნეთ, გაწმინდეთ სუფთა ნაჭრით ან აცალეთ აორთქლება. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა. დამზადებულია ბელგიაში
500 მლ. მძლავრი საშუალება ზეთის, ცხიმის, ფისის, ცვილის მოსაშორებლად. ეფექტურად წმენდს ძრავის, მოტოციკლეტის ჯაჭვის და ნებისმიერი ლითონის ზედაპირებიდან. წყალში ხსნადია უფრო მარტივი გამოყენებისთვის. ზედაპირზე დიდხანს ჩერდება, არ ჟონავს, ამიტომ მეტხანს აქვს კონტაქტი გასაწმენდ ზედაპირთან და შესაბამისად ეფექტურად წმენდს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ ზედაპირებს. გამოყენება: შეასხით სითხე გასაწმენდ ზედაპირს 20-30 სმ მანძილიდან და დააყოვნეთ 2-3 წუთით. […]
550 მლ. ყველანაირი შუშის საწმენდი სითხე, აცილებს საქარე მინას, სარკეებსა და ფარებს ასუფთავებს ნადების, დეპოზიტების, საგზაო ჭუჭყისა და ცხიმოვანი ლაქებისგან. გამოიყენება ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. გაწმენდის შემდეგ ზედაპირი არ იჩერებს წყლის წვეთებს აქტიური ინგრედიენტების ინკაფსულირებული ტექნოლოგიის გამო. ტოვებს სიახლის არომატს. გამოყენება: მოხმარების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ, შეასხით უშუალოდ გასაწმენდ ზედაპირს 20-30 სმ მანძილიდან. გაწმინდეთ რბილი, სუფთა, […]
325 მლ. აღადგენს (ავსებს) ბზარებს დემონტაჟის გარეშე!!! ჰაერთან შეხებისას წარმოქმნის მყარ შრეს. მოქმედებს 30 წუთში. აღადგენს ბზარებს რკინის, ფოლადისა და ალუმინის ბლოკებში დემონტაჟის გარეშე. აჩერებს გაჟონვას შუასადებიდან. უძლებს მაღალ წნევას, წყლის წნევასა და ვიბრაციას. არ ახშობს მილებს. არ აღადგენს რეზინის შუასადებებს. გამოიყენება ცილინდრების ბლოკის გარე და შიდა ბზარებისთვის, რაც იწვევს წყლის გარე და შიდა გაჟონვას […]
325 მლ. გამოიყენება ძრავიდან ზეთის წვეთვის (რეზინის ჩობალების გამოშრობის გამო) შესაჩერებლად. აღადგენს რეზინისა და ნეოპრენის ელასტიურობას. არ მოქმედებს ზეთის სიბლანტეზე. ერევა ნებისმიერ ზეთს. არ აზიანებს კატალიზატორს. გამოიყენება ბენზინის, დიზელის, ჰიბრიდულ, გაზის საწვავიანი მანქანებისთვის. გამოყენება: ჩაასხით პირდაპირ ძრავში. ამუშავეთ ძრავი 5 წუთის განმავლობაში. 1 ბოთლი ჰყოფნის 6 ლიტრამდე ზეთს. ეფექტი შეინიშნება 200-300კმ-ის გავლის შემდეგ. ეფექტის არარსებობა […]
325 მლ. გამოიყენება ძრავიდან ზეთის წვეთვის (რეზინის ჩობალების გამოშრობის გამო) შესაჩერებლად. აღადგენს რეზინისა და ნეოპრენის ელასტიურობას. არ მოქმედებს ზეთის სიბლანტეზე. ერევა ნებისმიერ ზეთს. არ აზიანებს კატალიზატორს. გამოიყენება ბენზინის, დიზელის, ჰიბრიდულ, გაზის საწვავიანი მანქანებისთვის. გამოყენება: ჩაასხით პირდაპირ ძრავში. ამუშავეთ ძრავი 5 წუთის განმავლობაში. 1 ბოთლი ჰყოფნის 6 ლიტრამდე ზეთს. ეფექტი შეინიშნება 200-300 კმ-ის გავლის შემდეგ. ეფექტის […]
325 მლ. მაღალკონცენტრირებული სითხე ძრავისა და შესაზეთი სისტემის შიგნიდან გამოსარეცხად ზეთის შეცვლის პროცესში. ხსნის და სუსპენზიის სახით გამოაქვს ჭუჭყი და ნადები კარტერიდან და ძრავის ზედა ნაწილიდან. ხელს უშლის ჭუჭყის შეწებებას და გაჭედვას. იცავს ძრავს შემდგომი გაჭუჭყიანებისგან. ლითონის ზედაპირებზე წარმოქმნის ხახუნის შესამცირებელ და ცვეთის შემაჩერებელ აპკს. ერევა ყველა სახის ზეთს. არ აზიანებს კატალიზატორს. თავსებადობა: გამოიყენება ბენზინის, […]
200 მლ. მაღალტემპერატურული, დრეკადი, წყალგაუმტარი ჰერმეტიკია. დამზადებულია პოლისილოქსანის ბაზაზე და მოთავსებულია წნევის ქვეშ კარტრიჯში. გამოიყენება შუასადებებისა და რეზინის რგოლების ნაცვლად. სწრაფმოქმედია, ადვილად გამოყენებადია. მდგრადია ზეთის, ავტომატური კოლოფის ზეთის, წყლის, ანტიფრიზის, ცხიმის მიმართ. არ გამოიყენოთ ისეთი შუასადებებისთვის, რომლებიც ხანგრძლივ შეხებაშია ბენზინთან! ანაცვლებს კორპის, რეზინის, ქაღალდის, ქეჩის შუასადებებს. მდგრადია დაბალი ტემპერატურის მიმართ -40°C-მდე, და ასევე მაღალი ტემპერატური […]
400 მლ. ქაფი ეფექტურად წმენდს ავტომობილის ინტერიერის ნაჭრის ზედაპირებსა და ხალიჩებს. აქტიური ქაფი ეფექტურად აშორებს ლაქებს. აქრობს არასასიამოვნო სუნს და ტოვებს სიახლის არომატს. ოპტიმალური გაწმენისთვის მოყვება ჯაგრისი. გამოყენება: მოხმარებამდე შეამოწმეთ პროდუქტი პატარა პერიფერიულად მდებარე ადგილზე. ბალონი წინასწარ შეანჯღრიეთ, შეასხით ზედაპირს, ჯაგრისის ან ნაჭრის საშუალებით გადაანაწილეთ. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში ზედაპირი დაამუშავეთ ჯაგრისის საშუალებით. დააყოვნეთ 1-2 წუთით, […]













