22,00 
+
Add to Wishlist
Add to Wishlist
Add to Wishlist
Add to Wishlist
გარანტირებული უსაფრთხო შეკვეთა
Გადახდის კარიბჭე

325 მლ.

აღადგენს (ავსებს) ბზარებს დემონტაჟის გარეშე!!! ჰაერთან შეხებისას წარმოქმნის მყარ შრეს. მოქმედებს 30 წუთში. აღადგენს ბზარებს რკინის, ფოლადისა და ალუმინის ბლოკებში დემონტაჟის გარეშე. აჩერებს გაჟონვას შუასადებიდან. უძლებს მაღალ წნევას, წყლის წნევასა და ვიბრაციას. არ ახშობს მილებს. არ აღადგენს რეზინის შუასადებებს. გამოიყენება ცილინდრების ბლოკის გარე და შიდა ბზარებისთვის, რაც იწვევს წყლის გარე და შიდა გაჟონვას და გადასვლას ზეთის სისტემაში ან წვის კამერაში. გამოიყენება თეთრი გამონაბოლქვის დროს!! გამოიყენება ყავისფერი შეფერილობის წყალ-ზეთის ემულსიის შემჩნევისას (ზეთის სახურავზე). გამოყენება: არ შეურიოთ ანტიფრიზს! ერევა მხოლოდ წყალს! რადიატორის ძველი სითხე შეცვალეთ წყლით. დაამატეთ Wynn’s Cooling System Flush, ამუშავეთ ძრავი 15 წუთის განმავლობაში. გამოუშვით სითხე და გამოავლეთ წყალი. შეავსეთ სისტემა ისევ წყლით. მოხსენით ზედა შლანგი და თერმოსტატი. შეანჯღრიეთ ბოთლი, თუ ძალიან ცივია_შეათბეთ. ჩაასხით სითხე თერმოსტატის მოხსნის ადგილას. 325 მლ ყოფნის 8 ლიტრ წყალს. დააბრუნეთ ყველა დეტალი თავის ადგილას-გარდა თერმოსტატისა! შეავსეთ წყლით. გაათბეთ ძრავი. ამუშავეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. გააჩერეთ და გააციეთ ძრავი. გამორეცხეთ რადიატორი და შეავსეთ ანტიფრიზისა და წყლის ნარევით. დააყენეთ თერმოსტატი. ნაპრალები ცილინდის კედელში: ჩაატარეთ იგივე პროცედურა, დაზიანებული ცილინდრიდან მოხსენით აალების სანთელი ან დიზელის გამათბობელი. თუ რამდენიმე ცილინდრია დაზიანებული, თანდათანობით მოხსენით სანთლები, 5-5 წუთით. დიდი ზომის ნაპრალების შემთხვევაში: ჩაატარეთ იგივე პროცედურა, მაგრამ Wynn’s-ის სითხე დატოვეთ გამაგრილებელ სისტემაში 3-4 დღის განმავლობაში და შემდეგ გამოუშვით. თუ პროდუქტი შეეხო შუშას ან შეღებილ ზედაპირს, დაუყოვნებლივ მოაცილეთ სუფთა წყლით!

დამზადებულია ბელგიაში.

მწარმოებელი

Wynn's

ჯერ არ არის მიმოხილვები.

იყავი პირველი, ვინც მიმოიხილა „ცილინდრების ბლოკის ნაპრალების აღმდგენი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

თქვენ ასევე შეიძლება მოგეწონოთ