500 მლ.
მძლავრი საწმენდი ქაფი, შემუშავებულია_რათა სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მოვაშოროთ ნახშირის ნადები და სხვა დაბინძურება ჰაერის შემკრები სისტემიდან, შემშვები სარქვლებიდან, სარქვლების „უნაგირებიდან“ და წვის კამერიდან. სწრაფად აღადგენს ჰაერის ცირკულაციას და ძრავის სიმძლავრეს. • წმენდს სარქვლების ღერძებსა და „უნაგირებს“ • წმენდს წვის კამერასა და დგუშების ძირს. • აღადგენს ჰაერის მიდინებას ძრავამდე • აღადგენს ძრავის კორექტულ მუშაობას აუმჯობესებს სარქვლების, მფრქვევანებისა და გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლების (EGR-ის) მდგომარეობას. თავსებადობა: ყველა სახის ბენზინისა და ბენზინის-ჰიბრიდული, დიზელისა და დიზელის- ჰიბრიდული ძრავებისთვის. არ გამოიყენოთ ისეთ ავტომობილებში, რომელთა გამაგრილებელი (ინტერქულერი) ინტეგრირებულია შემავალ კოლექტორთან. თუ წმენდის პროცესში წარმოიქმნა უკუაალება ან ჭარბი კაკუნის ხმა, შეაჩერეთ შესხურება, ამუშავეთ ძრავი3-4 წუთის განმავლობაში თავისუფალი სვლის რეჟიმში და შემდეგ გააგრძელეთ პროცესი. თუ წმენდის შემდეგ დეტონაცია მაინც შენარჩუნდა, ეს მიუთითებს ძლიერ დაბინძურებაზე და საჭიროებს ხელით გაწმენდას. ✓გამოყენების წინ შეამოწმეთ დიზელის ნაწილაკების ფილტრის (DPF) წნევა. თუ ის 50%-ზე მეტია_გაწმინდეთ Wynn’s ნაწილაკების ფილტრის გამწმენდით (Wynn’s DPF & GPF ON-CAR CLEANER, W29079). ✓თუ შემშვები კოლექტორი ძლიერ დაბინძურებულია, პროცედურის დაწყებამდე საჭიროა მისი ხელით გაწმენდა. ✓ დარწმუნდით, რომ ძრავა მუშა მდგომარეობაშია. პროცედურის თანმიმდევრობა დიზელის ძრავებისთვის: 1. ამუშავეთ ძრავი 1500-1800 ბრუნზე/წთ-ში. 2. შეასხურეთ აეროზოლი პირდაპირ შემშვებ კოლექტორში. 3. შეასხურეთ აეროზოლი 1-2 წამის ინტერვალით, რათა ძრავს მიეცეს სტაბილიზაციის საშუალება. 4. 10 შესხურების შემდეგ ამუშავეთ ძრავი ძრავი თავისუფალი სვლის რეჟიმში. 3-4 წუთის განმავლობაში. 5. გაიმეორეთ N3 და N4 პუნქტები, სანამ ბალონი დაიცლება. 6. გამოიყენეთ Wynn’s ზეთის სისტემის გასაწმენდი (Wynn’s Oil System Cleaner, W47244), შემდეგ შეცვალეთ ძრავის ზეთი და ფილტრი. 7. ავტომობილი მართეთ არაუმეტეს 2500 ბრუნის/წთ-ში პირველი 10 წუთის განმავლობაში. პროცედურის თანმიმდევრობა ბენზინის ძრავებისთვის: 1. ამუშავეთ ძრავი 2500-3000 ბრუნზე/წთ-ში. 2. შეასხურეთ აეროზოლი პირდაპირ შემშვებ კოლექტორში. 3. შეასხურეთ აეროზოლი 4-5 წამის ინტერვალით, რათა ძრავს მიეცეს სტაბილიზაციის საშუალება. 4. 10 შესხურების შემდეგ ამუშავეთ ძრავი ძრავი თავისუფალი სვლის რეჟიმში. 3-4 წუთის განმავლობაში. 5. გაიმეორეთ N3 და N4 პუნქტები, სანამ ბალონი დაიცლება. 6. გამოიყენეთ Wynn’s ზეთის სისტემის გასაწმენდი (Wynn’s Oil System Cleaner, W47244), შეცვალეთ ძრავის ზეთი და ფილტრი. 7. ავტომობილი მართეთ არაუმეტეს 2500 ბრუნის/წთ-ში პირველი 10 წუთის განმავლობაში. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია ავტომობილის საწვავის სისტემის გაწმენდა. პროცედურა ტარდება მექანიკოსის მიერ!
დამზადებულია ბელგიაში
ჯერ არ არის მიმოხილვები.