500 მლ.
ნაკლებქაფიანი, არაალებადი ფორმულა, სპეციალურად შემუშავებლია დიზელის და ბენზინის ნაწილაკების ფილტრის სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო წმენდისა და აღდგენისთვის, მანქანიდან ფილტრის მოხსნის გარეშე! აშორებს ნადებს და დეპოზიტებს გაჭედილი ფილტრიდან. აუმჯობესებს დიზელის და ბენზინის ნაწილაკების ფილტრის (DPF/GPF) მდგომარეობას. თავსებადობა: ყველა სახის ბენზინისა და ბენზინის-ჰიბრიდული, დიზელისა და დიზელის- ჰიბრიდული ძრავებისთვის. გამოყენება: აეროზოლი თანმხლები მილაკით უშუალოდ შეასხით მყარი ნაწილაკების ფილტრში ზეთის წნევის სენსორის, ტემპერატურის სენსორის ან ჟანგბადის სენსორის ლითონის მილაკის საშუალებით. ✓გამოყენების წინ: 1. შეამოწმეთ: გაუმართაობის კოდი უნდა მიუთითებდეს მყარი ნაწილაკების ფილტრის ბლოკირებაზე. 2. შეამოწმეთ ზეთის დონე ძრავში. თუ ზეთი გათხელებულია_გამორეცხეთ ძრავი Wynn’s ზეთის სისტემის გასაწმენდით (Wynn’s Oil System Cleaner, W47244), შემდეგ შეცვალეთ ძრავის ზეთი და ფილტრი. 3. დარწმუნდით, რომ საწვავის ავზის ¼ სავსეა საწვავით. 4. გაათბეთ ძრავი და გამორთეთ. 5. ევრო 6 დიზელის ძრავებისთვის ჩახსენით ჰაერის მიდინების სენსორი, რათა თავიდან აიცილოთ დაბალი წნევის გამონაბოლქვის რეცირკულაციის (EGR) სარქვლის მუშაობა წმენდის პროცესში. პროცედურის თანმიმდევრობა: 1. აეროზოლი თანმხლები მილაკით უშუალოდ შეასხით მყარი ნაწილაკების ფილტრში ზეთის წნევის სენსორის, ტემპერატურის სენსორის ან ჟანგბადის სენსორის ლითონის მილაკის საშუალებით. 2. შეასხურეთ აეროზოლი პირდაპირ მყარი ნაწილაკების ფილტრში სანამ დაიცლება ბალონი. 3. დააყოვნეთ 15-30 წუთი, რათა ფილტრი კარგად გაიჟღინთოს. 4. ისევ მიუერთეთ ზეთის წნევის სენსორი, ტემპერატურის სენსორი და ჟანგბადის სენსორი. 5. დაქოქეთ მანქანა და ამუშავეთ თავისუფალი სვლის რეჟიმში 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამუშავეთ ძრავი 2000-2500 ბრუნზე/წუთში ისევ 5 წუთის განმავლობაში. 6. თუ ჰაერის მიწოდება ჩახსნილი გქონდათ, ისევ მიუერთეთ. 7. გაასწორეთ გაუმართაობის კოდები. 8. გამოიყენეთ Wynn’s ზეთის სისტემის გასაწმენდი (Wynn’s Oil System Cleaner, W47244), შეცვალეთ ძრავის ზეთი და ფილტრი. 9. საუკეთესო შედეგისთვის დაამატეთ -Wynn’s GDI (პირდაპირი შეფრქვევის) ეფექტურობის აღმდგენი (Wynn’s GDI EFFICIENCY RESTORER, W37593) და – Wynn’s კატალიზატორის კონვერტორისა და ჟანგბადის სენსორის საწმენდი (Wynn’s Catalytic Converter & Oxygen Sensor Cleaner, W25692).
დამზადებულია ბელგიაში.
ჯერ არ არის მიმოხილვები.