დაგვიკავშირდით:
032 262 08 08

მითერი

მითერი

სამსახურის კატეგორია: მითერი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ლოკაცია: ფეიქართა ქუჩა 38

კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას მითერის  პოზიციაზე

„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:

  • თითოეულ შემოსულ მომხმარებლთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნის გამოვლენა, დაკვალიანება და სწორი გადამისამართება;
  • მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება, რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
  • სივრცის მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა;
  • სივრცეში განთავსებულ პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების პერიოდულად გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილების გამხორციელება;
  • კომპანიაში არსებული მომსახურებების, სერვისებისა და სხვადასხვა აქციების შესახებ ინფორმაციის მუდმივად ფლობა და მომხმარებლის ინფორმირება საჭიროების შემთხვევაში;
  • სივრცის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
  • გაყიდვების ჯგუფის თანამშრომლების მოწესრიგებულობის მონიტორინგი და ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში, მსგავს პოზიციაზე, მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენის (რუსული ან/და ინგლისურ) სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების უნარი.

სამუშაო გრაფიკი:  სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com        გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

Apply for this position

Allowed Type(s): .pdf, .doc, .docx