დაგვიკავშირდით:
032 262 08 08

რატომ უნდა ვიყიდოთ Topla-ს აკუმულატორი

ზამთრის ცივ ამინდში ავტომობილის მიერ ენერგომოხმარების გაზრდა აკუმულატორის ექპლუატაციის ვადას ამცირებს. დაბალ ტემპერატურაზე ძრავის ასამუშავებლად მეტი ენერგია იხარჯება. ზამთარში ხშირად ვიყენებთ მინასაწმენდებს, სავარძლების გათბობას, უკანა საქარე მინის გათბობას, ეს ყველაფერი კი გარკვეულ ზედმეტ ენერგიას მოითხოვს, რაც აკუმულატორის განმუხტვას ხელს უწყობს. მისი თვითდამუხტვა კი დაბალ ტემპერატურაზე შედარებით ნელა მიმდინარეობს თუნდაც ელექტროლიტში იონების შენელებული მოძრაობის გამო.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ზამთრის ცივ პერიოდში აკუმულატორი ხშირად გამოდის მწყობრიდან. ამიტომ, სანამ ცივ ამინდში აკუმულატორის გაუმართაობის გამო დისკომფორტი შეგექმნებათ, დროულად შეამოწმეთ მისი მუხტი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ ძველი აკუმულატორი ახლით.

ავტობანში შეგიძლიათ სანდო, გამოცდილი და პრემიუმ ბრენდის, Topla-ს აკუმულატორების შეძენა.

აკუმულატორი TOPLA მზადდება უდიდესი ისტორიის მქონე ქარხანაში, რომელიც მდებარეობს ევროპაში, სლოვენიის იმ რეგიონში, სადაც 350 წელია ტყვიას მოიპოვებენ, ხოლო მე-20 საუკუნიდან უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებს აწარმოებენ.
სწორედ ამ ქარხანაში მზადდებოდა ე.წ. თეთრი აკუმულატორი, რომელიც გასულ საუკუნეში ხარისხის გარანტიად ითვლებოდა.

Topla VW ჯგუფის (Porsche, Bentley, Volkswagen, ŠKODA, Audi, Lamborghini) კონვეიერზე მიმწოდებელი ბრენდია, რაც ნიშნავს იმას, რომ Topla ამ ჯგუფისთვის ორიგინალი (OE) აკუმულატორია. Topla-ს მწარმოებელი ქარხანა მხოლოდ აკუმულატორების წარმოებაზეა ფოკუსირებული, რაც პროდუქტის ხარისხის გარანტიაა.

ავტობანი Topla-ს ექსკლუზიური დილერია საქართველოში.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში გავტესტავთ Topla-ს სიმძლავრეს, შეფუთვაზე არსებულ მონაცემების შესაბამისობას სინამდვილესთან და გავიგებთ, რა იწვევს აკუმულატორის დაზიანებას.