ხარისხის სტანდარტი 1995 წლიდან!

ავტობანის მისია: ჩვენი გზა, ჩვენი ღირებულება

 

დავამკვიდროთ ავტონაწილების ქართულ ბაზარზე გამორჩეული სტანდარტი: თანამედროვე, ადამიანზე მორგებული და უპირობოდ ხარისხიანი.

ავტობანში მაღალი ხარისხი, სანდოობა და პროფესიონალიზმი არ წარმოადგენს დამატებით ღირსებად აღქმულ მახასიათებლებს და პირიქით, ეს არის ის მინიმუმი, რითაც იწყება ყოველი ურთიერთობა ავტობანთან.

ჩვენ უბრალოდ არ ვყიდით პროდუქტს.
ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღევანდელი საჭიროებისთვის, არამედ ხვალინდელი სიმშვიდისთვისაც. ავტომობილის სწორად მოვლისთვის, უსაფრთხო მგზავრობისთვის და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობისთვის.

 

რატომ ვარსებობთ?

იმისთვის, რომ ავტომობილის მოვლა არ გახდეს დილემებისა და კომპრომისების სფერო.
იმისთვის, რომ ადამიანი, როდესაც ეძებს ნაწილს — იცოდეს, რომ გადაწყვეტილება არ არის შემთხვევითობაზე დაფუძნებული.
იმისთვის, რომ მექანიკოსი, როდესაც მუშაობს, დარწმუნებული იყოს შერჩეული პროდუქტის სისწორესა და დროულ მიწოდებაში.
იმისთვის, რომ ავტობანის მომხმარებელი ყოველთვის გრძნობდეს მხარდაჭერას და პროფესიონალურ ზრუნვას.

 

ჩვენ ვარსებობთ, რათა ავტონაწილების ქართულ ბაზარზე დავნერგოთ ის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც გლობალურად აყალიბებს მსოფლიო ავტოინდუსტრიის ხარისხის ნიშნულს.

რას გთავაზობთ და რითი გამოვირჩევით ბაზარზე?

 

  1. ჩვენ ვირჩევთ ბრენდებს, რომლებსაც მხოლოდ სახელი კი არ განსაზღვრავთ, არამედ გამართული ხარისხი და მრავალწლიანი გამოცდილება. ავტობანში წარმოდგენილი პროდუქცია გადის მკაცრ შერჩევასა და ტესტირებას — ტექნიკური სიზუსტის, ხარისხის სტანდარტების და ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე მორგებულობის მიხედვით.
  2. ჩვენთვის ავტომობილის ნაწილი მხოლოდ პროდუქტი არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა. როცა მომხმარებელი ირჩევს ჩვენს პროდუქტს, ჩვენ მისი მოგზაურობის, უსაფრთხოებისა და სიმშვიდის თანამონაწილე ვართ.
  3. ჩვენი გუნდის მთავარი ძალა არის პროფესიონალიზმი და რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა. გუნდის თითოეული წევრი ინდუსტრიას სიღრმისეულად ფლობს — ეს ცოდნა ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, ყოველდღიურ პროცესებისა და ბაზრის მუდმივი ცვალებადობის გათვალისწინებით.

 

ჩვენი მიზანია — ავტონაწილებისადმი დამოკიდებულების შეცვლა
ჩვენ ვამკვიდრებთ ახალ სტანდარტს საქართველოში, სადაც ავტომობილის მოვლა აღარ არის სირთულე — არამედ ის არის სანდო, მარტივი და ეფექტური პროცესი.

„ავტობანი“ — იქ, სადაც დეტალს მართლაც აქვს მნიშვნელობა.

 

27+

წლიანი გამოცდილება

90+

გლობალური პარტნიორი

1000+

ადგილობრივი პარტნიორი

30000+

დასახელების პროდუქტი

საქმიანობის სფეროები

  • საცალო გაყიდვები
  • კორპორაციული გაყიდვები და ავტოპარკის აუთსორსინგი
    ინდივიდუალური სპეცშეთავაზებები როგორც პროდუქტების, ასევე სერვისის კუთხით
  • საბითუმო გაყიდვები თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით
    ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ 1000-ზე მეტ მაღაზიასა და ავტოსერვისთან
  • სერტიფიცირებული ავტოსერვისი

საერთაშორისო აღიარება

2014 წლის პირველი იანვრიდან ავტობანი მსოფლიო  ავტომწარმოებელთა გაერთიანების TEMOT International Group-ის წევრი და აქციონერია, რაც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. Galt&Taggart- ის 2019 წლის კვლევის მიხედვით “ავტობანი” ავტოსათადარიგო ნაწილების სიდიდით მეორე პროვაიდერია საქართველოში.

                                                                                                                                                                

 

სოციალური პასუხისმგებლობა

“ავტობანის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებებია: ადამიანებზე, გარემოზე და გადაშენების პირას მყოფ ქართული ჯიშის ცხოველებზე ზრუნვა. 

ავტობანი “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” დამფუძნებელი კომპანია. ასოციაციის მიზანია, ავტოინდუსტრიაში დაინერგოს ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკა.

ჩვენი კომპანია ასევე ზრუნავს გადაშენების პირას მყოფ ქართული ჯიშის ნაგაზზე, რისთვისაც ყოველთვიურად ეხმარება ტაბაკინის წმინა გიორგის მონასტრის ძაღლსაშენს და სრულად აფინანსებს იქ მობინადრე ცხოველების კვებას.