დაგვიკავშირდით:
032 262 08 08

წესები და პირობები

    წესები და პირობები

პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიით სარგებლობის პირობები

ზოგადი პირობები

წინამდებარე პირობები წარმოადგენს პლატფორმის ონლაინ მაღაზიით სარგებლობის პირობებს და მასზე დათანხმებით ადასტურებთ თქვენ როგორც პლატფორმის მომხმარებელი  გადაწყვეტილებას, პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შეძენისას ისარგებლოთ და იხელმძღვანელოთ წინამდებარე პირობებით და თქვენი უფლებები და ვალდებულებები, ქცევის წესები, პლატფორმის უფლებები და ვალდებულებები, ქცევის წესები, განისაზღვროს და დარეგულირდეს ამ პირობების შესაბამისად.

ეს პირობები წარმოადგენს სავალდებულო ძალის შეთანხმებას თქვენსა და კომპანიას შორის.

ტერმინთა განმარტება

კომპანია/ჩვენ  – შპს „ავტო-ბანი 2000“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 205211091

მისამართი:საქართველო, თბილისი, ფეიქართა 38;

მომხმარებელი/თქვენ – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმის მიერ შეთავაზებული სერვისებით.

რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში განისაზღვრება შპს ავტო-ბანი 2000“ -ის სახით;

ქოლ-ცენტრი – კომპანიის სატელეფონო მომსახურება, რომელთან დაკავშირებაც მომხმარებელს შეუძლია შემდეგ

ნომერზე: (032) 262 08 08

ხელშეკრულება – წინამდებარე პირობები, რომელზე თანხმობასაც მომხმარებელი გამოხატავს შესაბამისი ველის მონიშვნით პლატფორმაზე და რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს შევაგროვებთ და დავამუშავებთ მომსახურების გაწევის, გაწეული მომსახურების მონიტორინგისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და სტატისტიკის წარმოების მიზნით.

უფლებას ვიტოვებთ მომსახურების გაწევის პროცესში თქვენგან მიღებული პერსონალური მონაცემები მივაწოდოთ პარტნიორ მერჩანტებს/კომპანიებს, სხვა მესამე პირებს, პლატფორმით შეთავაზებული სერვისების სრულად და ჯეროვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად ან/და მათი შემდგომი დამუშავების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები, შესაძლებელია დამუშავდეს და გამოყენებული იქნას ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიების/მერჩანტების მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაუქმების შემდგომ, ვალდებულებას ვიღებთ უზრუნველვყოთ მოწოდებული ინფორმაციის წაშლა/განადგურება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებით.

პასუხისმგებლობა/პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს:

       ნებისმიერ ნაკლზე/დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვა მიმღებისათვის პროდუქციის გადაცემის შემდგომ ან/და მომსახურების გაწევის ეტაპზე;

       ნაკლზე/დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვა პროდუქციის არასათანადო შეფუთვის ან/და თქვენ მიერ კურიერისთვის პროდუქციის ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუტყობინებლობის შედეგად;

       არაუფლებამოსილი პირის მიერ პროდუქციის ჩაბარებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე;

       ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც დადგა თქვენ მიერ ავტორიზაციის მონაცემების გამჟღავნების ან/და კომპანიისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შედეგად;

       პარტნიორი მერჩანტის მხრიდან არასათანადოდ გაწეულ მომსახურებაზე (მათ შორის მომსახურების დაყოვნებაზე);

       არაჯეროვანი მომსახურების შედეგად დამდგარ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე/ზარალზე, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს/ზარალს;

       მომხმარებლის ანგარიშის წაშლის/დაბლოკვის გამო დამდგარი ნებისმიერი შედეგზე;

       პროდუქციის საგარანტიო პირობებზე და პარტნიორი მერჩანტის მიერ პროდუქციაზე საგარანტიო პირობების გავრცელების წესებსა და პირობებზე;

       ნებისმიერ დანაკარგსა ან ზიანზე, რომელიც გამოწვეულია (ა) ტექნიკური დეფექტით, ელექტრონული გადაცემის ხარვეზით, პროგრამაში, ელექტრონულ სისტემებში და სხვა ელექტრონულ საშუალებებში უკანონო შეღწევით; (ბ) პროგრამული შეფერხებით; (გ) პროგრამაში სამუშაოდ გამოყენებული მოწყობილობის გაუმართაობით; (დ) ელექტრონული ვირუსით ან ვირუსებით, რომელიც შეიძლება აღმოაჩნდეს ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებსაც თქვენ იყენებთ პლატფორმაზე მომსახურების მისაღებად.

პირობებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს კონკრეტული გარემოებების არსებობისას მომხმარებლის მიერ პროდუქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობა.

კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუკი ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული ვითარების გამო, რომელიც არ არის და არ შეიძლება ცნობილი ყოფილიყო კომპანიისათვის თქვენ მიერ შეკვეთის განთავსებისას (პროდუქციის შეძენისას), რომელთა თავიდან აცილება ან მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო შესაბამისი მხარის ძალისხმევით და თუკი ასეთი ფორს-მაჟორული ვითარება შეუძლებელს ხდის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებას.

ფორს-მაჟორული მდგომარეობის თაობაზე კომპანია გაცნობებთ თქვენ მიერ რეგისტრაციისას დაფიქსირებული საკომუნიკაციო არხებით გონივრულად უმოკლეს ვადაში.

კომუნიკაცია

კომპანია განხორციელებულ/განსახორციელებელ სერვისებთან, ხელშეკრულებასთან ან/და ხელშეკრულების ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის გამოყენებით.

პროდუქციის შეძენა

თქვენ მიერ პროდუქციის შეძენის მოთხოვნა ჩვენთვის შესასრულებლად სავალდებულოა საფასურის გადახდის მომენტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია არ მოიპოვება მარაგში. იმ შემთხვევაში როდესაც პროდუქცია არ მოიპოვება მარაგში კომპანია დაუყოვნებლივ, გონივრულად უმოკლეს ვადაში გაცნობებთ აღნიშნულის თაობაზე და გიბრუნებთ გადახდილ თანხას ამ პირობების შესაბამისად. პროდუქცია შეძენილად ჩაითვლება მას შემდეგ რაც უზრუნველყოფთ საფასურის გადახდას წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ანგარიშსწორების პირობები

   ლინკით გადახდისას პროდუქციის შეძენისას, თქვენ მიერ საფასურის გადახდა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მეთოდით:

       საკრედიტო/სადებეტო ბარათით;

პროდუქციის და მიწოდების საფასურის ან/და სხვა ნებისმიერი გადასახდელის ანაზღაურება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, შესაბამისად მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ შეაფასოს გადახდისას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის კონვერტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანახარჯის/დანაკარგის რისკი. კონვერტაციასთან დაკავშირებული საკითხები სცილდება კომპანიის კომპეტენციის ან/და პასუხისმგებლობის ფარგლებს.

კომპანია უფლებამოსილია თქვენ მიერ კონკრეტული პროდუქციის შეძენისას შეზღუდოს ან/და დამატებით შემოგთავაზოთ საფასურის გადახდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთი ან/და რამდენიმე შესაძლებლობა პარტნიორი მერჩანტის მიერ განსაზღვრული პირობების ან/და თქვენ მიერ შერჩეული პროდუქციის მიწოდების საშუალების გათვალისწინებით, რის შესახებაც ინფორმაციას მიიღებთ პროდუქციის შეძენის ეტაპზე.

იმ შემთხვევაში თუ პროდუქციის პირობებით გათვალისწინებულია ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა, აღნიშნული მეთოდის შერჩევისას ვალდებული ხართ გადაიხადოს პროდუქციის ან/და მიწოდების საფასურის ზუსტი ოდენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ან/და შესაბამისი კურიერი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პროდუქციის თქვენთვის გადმოცემაზე.

პროდუქციის მიწოდება

ბმულით გადახდისას მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მიტანის სერვისით, ან თავადა გაიტანოს პროდუქტი მითითებული ფილიალიდან

თქვენ მიერ პროდუქციის მიწოდების სერვისის შერჩევა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი პროდუქციის შეძენისას. გთავაზობთ მიწოდების რამდენიმე ტიპს, სხვადასხვა დროის ინტერვალით, კერძოდ:

       სწრაფი მიწოდების სერვისს, დღის 16:00 საათამდე შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში არა უმეტეს პროდუქტის შეძენიდან 3 საათისა.

       სტანდარტულ მიტანას თბილისის მასშტაბით  პროდუქციის შეძენის მომენტიდან 1-დან 3 კალენდარული დღის განმავლობაში;

       საქართველოს ტერიტორიაზე თბილისს გარეთ მიწოდებას პროდუქციის შეძენის მომენტიდან 3-დან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

თქვენ ასევე უფლებამოსილი ხართ აირჩიოთ პროდუქციის გატანა პარტნიორი მერჩანტის მაღაზიიდან ან საწყობიდან.

პლატფორმის მეშვეობით შეძენილი ნივთი მითითებული მისამართიდან მომხმარებლმა უნდა გაიტანოს მისი შეძენიდან 3 დღის განმავლობაში. თუ მომხმარებელი 10 სამუშაო დღისგანმავლობაში შეძენილ ნივთს არ მიაკითხავს მითითებულ მისამართზე, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ნივთის დაკარგვის/დაზიანების ან სხვა არასასურველი შედეგის დადგომისას.

თქვენ მიერ შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ კომპანიის საკურიერო გუნდი ან/და სხვა კონტრაქტორები, რომელიც თქვენ გეცნობებათ წინასწარ.

თქვენ მიერ შერჩეული მიწოდების ტიპის შესაბამისად განისაზღვრება მიწოდების საფასური, რომელიც დაემატება პროდუქციის საფასურს.

მიწოდების პირობების (მიწოდების ტიპი, ფასი და დრო) შესახებ ინფორმაცია მოგეწოდებათ წინასწარ პროდუქციის შეძენამდე.

შეძენილი პროდუქცია კურიერმა შესაძლებელია გადასცეს თქვენ მისამართზე მყოფ ნებისმიერ სრულწლოვან პირს თქვენთან შეთანხმებით, თუ აღნიშნული პირი წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

პროდუქციის მიწოდების/გადაცემის ადგილია მითითებული მისამართზე სადარბაზოს/ეზოს შესასვლელი კარი. მისამართზე მიტანილი პროდუქციის დაყოვნება და დალოდება განხორციელდება მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში, ხოლო თუ აღნიშნულ პერიოდში თქვენ ვერ უზრუნველყოფთ პროდუქციის მიღებას გადასაცემი პროდუქცია ბრუნდება უკან მიმწოდებელთან/მერჩანტთან/კომპანიაში.

უკან დაბრუნებული პროდუქციის ადგილმდებარეობის დასადგენად უფლებამოსილი იქნებით დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას პროდუქციის ადგილმდებარეობის და მისი მიღების პირობების შესახებ.

თუ პროდუქცია დაბრუნდა პარტნიორ მერჩანტთან ან/და კომპანიაში მომხმარებლის მხრიდან ხელშეკრულებით

 ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პროდუქციის განმეორებით მიტანის საფასური დაეკისრება მომხმარებელს.

პროდუქციის მიღებისას ვალდებული ხართ კურიერს წარუდგინოთ პირადობის მოწმობა, ხოლო კურიერი უფლებამოსილია განახორციელოს თქვენი იდენტიფიკაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოგცეთ შეძენილი პროდუქცია.

შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება

პროდუქციის დაბრუნებისას პროდუქტის შეფუთვა და პროდუქტიც უნდა იყოს დაზიანების გარეშე, გაუხსნელი, არ უნდა იყოს გამოყენებული.

თუ მომხმარებელმა დააბრუნა პროდუქტი რომელიც  არ ექვემდებარებოდა დაბრუნების ქვემოთ გაწერლ პუნქტებს, ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება არ მოხდება. 

კანონმდებლობის ან/და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნების უფლებით.

პროდუქციის უკან დაბრუნებისთვის მომხმარებელი ვალდებულია მიმართოს დაუკავშირდეს კომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებას, რომლის წარმომადგენლებიც დაეხმარებიან მომხმარებელს დაბრუნების ფორმის შევსებაში.

დაბრუნების ფორმის შევსებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს პროდუქციის დაბრუნება პარტნიორ მერჩანტთან ან კომპანიაში, კომპანიის მითითების შესაბამისად.

პროდუქცია შეიძლება დაბრუნებას დაექვემდებაროს თუ:

       პროდუქციას აქვს ქარხნული/მწარმოებლის წუნი;

       პროდუქცია არ შეესაბამება მოთხოვნილ პროდუქტს

       პროდუქცია დაზიანდა საკურიერო მომსახურების დროს.

კანონმდებლობის შესაბამისად შეძენილი პროდუქტის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელი უფლებამოსილია ყველანაირი მტკიცების ვალდებულების გარეშე უკან დააბრუნოს შეძენილი პროდუქტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა შემდეგი გარემოებები:

       კომპანიამ ან/და პარტნიორმა მერჩანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია მომხმარებლის წინასწარი თანხმობის საფუძველზე;

       მიწოდებული პროდუქცია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

       მიწოდებული პროდუქციის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ან/და პარტნიორი მერჩანტი ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ პირობებით განსაზღვრულ ვადაში წარმოიშვა;

       მიწოდებული პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

       მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული პროდუქცია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, პროდუქციის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

       მიწოდებული პროდუქცია მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;

       მიწოდებულ იქნა დალუქული და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;

       მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო;

       პროდუქტის მოხმარებისას არაა გათვალისწინებული ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები;

       პროდუქცია გახსნილია ან/და გამოყენებულია.

მიუხედავად ზემოაღნიშნული გამონაკლისი შემთხვევებისა, კომპანია უფლებას იტოვებს ყოველ ჯერზე, კონკრეტული შესყიდვის გათვალისწინებით განიხილოს პროდუქციის დაბრუნების შესაძლებლობა და აცნობოს მომხმარებელს პროდუქციის დაბრუნების პირობები, კონკრეტული შემთხვევისათვის.

მომხმარებელი თავის მხრივ ვალდებულია პროდუქციის უკან დაბრუნების მიზნით შეინახოს და წარმოადგინოს საქონლის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (მათ შორის ქვითარი, ჩეკი, საგარანტიო დოკუმენტი), ასევე მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტებზე მითითებული ინფორმაცია უტყუარი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და გამორიცხავს ყველა შეცდომის შესაძლებლობას.

იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს გააჩნია ქარხნული წუნი, არ შეესაბამება პლატფორმაზე განთავსებულ აღწერას ან დაზიანდა საკურიერო მომსახურეობის დროს და მომხმარებელი აბრუნებს პროდუქციის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაბრუნების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს კომპანია, ხოლო გადახდილი თანხის დაბრუნება მოხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისსავე საბანკო ანგარიშზე (ასევე სხვა უფლებამოსილი პირის ანგარიშზე თუ მომხმარებელი წარადგენს შესაბამის პირზე გაცემულ ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას) ან პლატფორმაზე არსებულ მომხმარებლის პირად ბალანსზე, შეთანხმებული პირობებით პროდუქციის პარტნიორი მერჩანტისათვის ან/და კომპანიისათვის დაბრუნებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნებისას და დაუყოვნებლივ პირად ბალანსზე თანხის დაბრუნებისას, მომხმარებელს არ დაუბრუნდება სწრაფი მიტანის სერვისისათვის გადახდილი თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

იმ შემთხვევაში თუ შეძენილი პროდუქცია არ აღმოჩნდება კომპანიის მარაგში, კომპანია დაუყოვნებლივ, გონივრულად უმოკლეს ვადაში, აცნობებს მომხმარებელს აღნიშნულის თაობაზე, შესთავაზებს მომხმარებელს ალტერნატივას და ალტერნატივაზე უარის შემთხვევაში უზრუნველყოფს გადახდილი თანხის დაბრუნებას (ასეთ არსებობის შემთხვევაში), ამასთან აღნიშნული გარემოება არ წარმოშობს კომპანიის რაიმე სახის პასუხისმგებლობას ან/და მომხმარებლის მხრიდან ზიანის (ზარალის) ანაზღაურების მოთხოვნის უფლებამოსილებას. იმ შემთხვევაში თუ შეძენილი პროდუქცია არ აღმოჩნდება მერჩანტის ან/და კომპანიის მარაგში, თუ თანხა უკვე გადახდილია, თანხის დაბრუნება მოხდება პლატფორმაზე არსებულ მომხმარებლის პირად ბალანსზე ან მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ მისსავე ანგარიშზე (ან სხვა უფლებამოსილი პირის ანგარიშზე თუ მომხმარებელი წარადგენს შესაბამის პირზე გაცემულ ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას) 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების/შეკვეთის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების შემთხვევაში, შეკვეთის საფუძველზე მომხმარებლისათვის დარიცხული მონეტები სრულად უქმდება და ჩამოიჭრება კამარადან, ხოლო თუ შესაბამისი შეკვეთის საფუძველზე დარიცხული მონეტები მომხმარებლის მიერ უკვე გამოყენებული იქნა პლატფორმაზე რაიმე ტიპის სერვისის მისაღებად, შესაბამისი, პროპორციული მოცულობის თანხა (მონეტებით შეძენილი სერვისის ღირებულება) ჩამოიჭრება მომხმარებლისათვის დასაბრუნებელი თანხიდან ან/და მომხმარებლის პირადი ბალანსიდან.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი სარგებლობს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი სურვილით პროდუქტის უკან დაბრუნების უფლებით, მომხმარებელი ვალდებულია თავად განახორციელოს პროდუქტის მიტანა საკუთარი ხარჯით, კომპანიაში, კომპანიის მიერ მითითებული წესით, დაბრუნების ფორმის შევსებიდან და კომპანიისათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა.

ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

ხელშეკრულება ძალაში შედის თქვენ მიერ პირობებზე თანხმობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით გამოხატვის მომენტიდან და მოქმედებს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე;

ხელშეკრულების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს:

       კომპანიის მიერ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, მომხმარებლისათვის 15 კალენდარული დღით ადრე, გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;

       კომპანიის მიერ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, დაუყოვნებლივ, თუ მომხმარებელი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);

       მხარეთა შეთანხმებით;

       წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი პროდუქტის საკურიერო მომსახურება,

ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებლის პირად ბალანსზე არსებული თანხა დაუბრუნდება თქვენ მიერ მითითებულ თქვენივე საბანკო ანგარიშზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა უფლებამოსილი პირის ანგარიშზე თუ წარადგენთ შესაბამის პირზე გაცემულ ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ხოლო კამარაზე არსებული მომენტები უქმდება/ნულდება.

მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული ყველა დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით;

დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედი განსჯადობის წესების გათვალისწინებით.

სხვა პირობები

კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, ცალმხრივად, მომხმარებლისათვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;

კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს სრულად ან ნაწილობრივ დაუთმოს/გადასცეს/გადააკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები და აღნიშნულ უფლებებთან ან/და ვალდებულებებთან დაკავშირებული დოკუმენტები/ინფორმაცია ნებისმიერ მესამე პირს;

მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი სრულად ან ნაწილობრივ დაუთმოს/გადასცეს/გადააკისროს ნებისმიერ მესამე პირს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები ან/და

 თუ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას ხელშეკრულების დარჩენილი პუნქტების იურიდიულ ძალაზე;

ხელშეკრულებაში არსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მომსახურების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით მოგთხოვოთ ხელშეკრულების პირობებზე განმეორებით დათანხმება;

ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.