დაგვიკავშირდით:
032 262 08 08

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

    პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

 

 

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს ავტო-ბანი 2000 თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას, ასევე საკითხებს თუ როგორ გიცავთ კანონი. გაგაცნობთ, რომელ პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენ შესახებ, როდესაც ჩვენი კლიენტი ხდებით და როგორ ხდება ამ მონაცამების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენი დაპირება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

ჩვენ, ავტობანი გპირდებით, რომ:

· დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;

· არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;

· თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

ვინ ვართ ჩვენ

შპს ავტობანი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული კომპანია.

საიდენტიფიკაციო კოდი: 205211091

იურიდიული მისამართი: ჟიული შარტავას ქ. №6, საბურთალოს რაიონი, თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ მეტი იხ. ვებგვერდზე: https://autobani.com/

 

როგორ გიცავთ კანონი

 

ჩვენს დაპირებასთან ერთად თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება, მოგაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი. კომპანიას აქვს თქვენი მონაცემების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რაც ასევე მოიცავს საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებულ ან/და კომერციულ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ქვემოთ წარმოდგენილია თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები:

 

 

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

 

 

თქვენთან ურთიერთობისთვის; თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად; მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად; იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას; პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად; ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად; ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად; პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად; კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად; კლიენტების ანგარიშებზე საკომისიოებისა და სხვა საპროცენტო სარგებლის სამართავად; სახაზინო და საინვესტიციო პროდუქტების და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად; ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, გამოსაძიებლად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის; ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად; ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად; საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად; ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვა; ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებების და ვალდებულებების განხორციელება;

 

ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები

 

მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და თქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება; პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება; კლინტების ფოკუს-ჯგუფის განსაზღვრა ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით; ჩვენი კანონისმიერი მოვალეობების ეფექტურად შესრულება; ჩვენი კანონისმიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება; ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და გაუმჯობესება, ასევე ამ თვალსაზრისით კანონისმიერი მოვალეობების შესრულება; ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ჩვენი კანონისმიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;

 

 

სამართლებრივი საფუძველი

 

 

თქვენი თანხმობა; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;  ჩვენი კაონონისმიერი ინტერესები ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; თქვენი თანხმობა; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება; ჩვენი კაონონისმიერი ინტერესები; ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; ჩვენი კაონონიერი ინტერესები; ჩვენი კანონიერი ვალდებულება; ჩვენი კანონისმიერი ინტერესები; ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება; ჩვენი კანონისმიერი ინტერესები; ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება.

 

პერსონალური მონაცემების ჯგუფები

 

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგნაირად ვაჯგუფებთ:

 

პერსონალური მონაცემების ტიპები

 

ფინანსური

თქვენი ფინანსური მდგომარეობა, სტატუსი და ფინანსური საქმიანობის ისტორია, მათ შორის, შესრულებული ტრანზაქციების ინფორმაცია (ქცევა), საკრედიტო ისტორია, კრედიტუნარიანობა, თქვენი ფინანსური პროდუქტები ავტობანში, ვადაგადაცილებები, ინფორმაცია თქვენი შემოსავლის შესახებ.

საკონტაქტო

საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. 

სოციოდემოგრაფიული

ინფორმაცია თქვენი სამსახურის/ პროფესიის, ასევე, თქვენი მოქალაქეობის, განათლების შესახებ; „ინფორმაცია სოციალურის სტატუსის/ შემოსავლების შესახებ.

უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული

თქვენს ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი.

სახელშეკრულებო

დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ.

ლოკაციასთან დაკავშირებული

მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან.

ქცევითი მონაცემები

დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუექტებსა თუ მომსახურებას.

ტექნოლოგიური

ტექნიკა/მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტების/სერვისების სარგებლობისას.

ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები

საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი.

საკომუნიკაციო

ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენს შესახებ როგორც მატერიალური ფორმის ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან.

სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული

ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების (ოჯახური მდგომარეობა, შვილები) და საკონტაქტო პირების შესახებ.

დოკუმენტური

სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული):

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა რეგულაციების მიხედვით, გარკვეული ტიპის მონაცემები განიხილება, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია, რომლის დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი თანხმობის საფუძველზე ან თუ ასეთი დამუშავება ემსახურება კანონით მკაცრად განსაზღვრულ მიზანს. ამგვარი მონაცემებია:

· გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემები (ხმის ბიომეტრიული მონაცემი, ქცევის ბიომეტრიული მახასიათებელი და ა.შ.)

· ჯანმრთელობის მდგომარეობასთან (მათ შორის, სქესთან) დაკავშირებული მონაცემები

· ინფორმაცია ნასამართლობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, პირთან საპროცესო შეთანხმების დადების, განრიდების, დანაშაულის მსხვერპლად აღიარების ან დაზარალებულად ცნობის შესახებ.

 

 

წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს

 

 

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

· როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;

· რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე;

· როდესაც იყენებთ ჩვენ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს;

· გვესაუბრებით ტელეფონით ან განახორციელებთ ვიზიტს ჩვენს ფილიალში;

· იყენებთ ჩვენს საიტს, მობილურ აპლიკაციას თუ ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინ ჩეთს);

· გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;

· ჩვენი კომპანიის მისამართით განხორციელებული საბანკო ტრანზაქციებით;

· თქვენს მონაცემებს ასევე ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საკრედიტო სააგენტოები, სხვა ფინანსური ინსტიტუტები და საჯარო ორგანიზაციები.

 

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

 

ჩვენი საიტის მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების“ (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ საიტით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი.

„მზა ჩანაწერები“ მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს.

თუ გსურთ, უკეთ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს“, ჩვენს საიტზე იხ. ჩვენი „მზა ჩანაწერების“ პოლიტიკა.

 

თქვენი უფლებები

 

თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

· რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ;

· რა არის თქენი მონაცემების დამუშავების მიზანი;

· რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

· როგორ მუშავდებოდა თქვენი მონაცემები;

· ვისთვის მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება;

· მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ.

თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემის ცვლილება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი, მოძველებული ან უკანონო გზით მოპოვებული. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა არ მოგვცეს უფლება დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, კომერციული ბანკების საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან.

 

მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია

 

ჩვენ გვაქვს უფლება, თქვენი მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე პირებისგან, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაცია და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან. ინფორმაციის გამოთხოვა ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

 

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგვაწოდონ. როცა ჩვენი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:

· ვებ-ინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება;

· IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის (მაგ., „cloud“) სერვისები;

· იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.;

· თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები;

· საბანკო/ფინანსური ოპერაციების (შეთანხმებების) განხორციელება (სატრასტო კომპანიების, ინვესტორების და კონსულტანტების დახმარებით).

ჩვენ ასევე შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის სტრუქტურა მომავალში შეიცვლება, მაგალითად:

· შეიძლება, კომპანიამ გადაწყვიტოს, გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია.

· თუ ზემოთ დასახელებული რომელიმე პროცესი განხორციელდება, ჩვენ შესაძლოა გავაზიარით თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, თუმცა, ამ შეთხვევაში ხსენებული მხარე სავალდებულო წესით წინასწარ აიღებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თქვენს მონაცემებს მესამე მხარეებს ვუზიარებთ, ყველა ზომას ვიღებთ, რომ მათი დაცულობა უზრუნველვყოთ.

 

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

 

ავტომატური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მათ შორის, პროფილირებისთვის, ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ ან ვიღებთ სხვა პირებისგან კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება სწრაფი, სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ავტომატური გადაწყვეტილებები აისახება ჩვენი მიმდინარე და სამომავლო პროდუქტებისა თუ მომასხურების ხარისხზე. თუ არ არსებობს სათანადო საფუძველი (კანონმდებლობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი , თქვენი თანხმობა), შეგიძლიათ, უარი თქვათ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.

ავტომატური გადაწყვეტილებების მაგალითებია:

· ფასდადება

ზოგიერთი პროდუქტის ფასი შეიძლება განვსაზღვროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით.

· პროდუქტებისა და მომსახურების მორგება კლიენტების საჭიროებებზე

ჩვენს კლიენტებს ვაჯგუფებთ გარკვეული სეგმენტების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას ვიყენებთ კლიენტების საჭიროებების შესასწავლად და მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მისაღებად. პროდუქტებისა თუ მომსახურების შემუშავებისა და შეთავაზებისას ვითვალისწინებთ კლიენტების სხვადასხვა სეგმენტის მახასიათებლებს, რაც მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში გვეხმარება.

· თაღლითობის დადგენა

თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიშები გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები საეჭვო ანგარიშებზე ან უარი განვაცხადოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

· საკრედიტო ორგანიზაციები;

· ჩვენს ხელთ უკვე არსებული მონაცემები.

 

პესონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის

 

თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ – მათი ცონდა გვჭირდება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია.

თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ იმ ინფორმაციიდან, რასაც თავად გვიზიარებთ, ასევე, იმ წყაროებიდან, რომლებზეც ხელი მიგვიწვდება, როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ.

თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფორმით ვიღებთ გადაწყვეტილებას , რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და მაქსიმუმ 3 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტებისა და მომსახურებების პირობებში კომპანიის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

 

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

 

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

· კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;

· დავასაბუთოთ, რომ სამართლიანად გექცევით;

· განვახორციელოთ საქმისწარმოება ჩვენთვის დაწესებული რეგულაციების მიხედვით;

შესაძლებელია, თქვენი მონაცემები 15 წელზე მეტი ხნით შევინახოთ, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი საფუძვლების გამო.

 

როგორ გაითხოვოთ თქვენი თანხმობა

 

თანხმობის გათხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

გამოთხოვის უფლება მაშინ არის შესაძლებელია (ან რელევანტური) როცა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა.

თანხმობის გათხოვის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილება

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. წინამდებარე ვერსია შეიქმნა 2022 წლის 22 ნოემბერს.

 

როგორ დაგვიკავშირდეთ

 

თუ გექნებათ კითხვები პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მათი დამუშავების შესახებ, ან ჩვენს საერთო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთ მითითებული შესაძლებლობა:

– გაესაუბრეთ ჩვენს ონლიან კონსულტანტს ჩეთის საშუალებით;

– ეწვიეთ ავტობანის ოფიციალურ ვებგვერდს;

– დარეკეთ +(995 32) 262 08 08;

– ეწვიეთ ჩვენს რომელიმე ფილიალს სამუშაო საათების განმავლობაში.