ხარისხის სტანდარტი 1995 წლიდან!

1995 წლიდან ავტობანი წამყვანი კომპანიაა ავტო სათადარიგო ნაწილებისა და ავტო სერვისის ინდუსტრიაში. ავტობანი აკავშირებს ადგილობრივ ბაზარს უმსხვილეს საერთაშორისო ბრენდებთან. კომპანია ყოველდღიურად იზრდება და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო სპექტრს მსოფლიოს 70-მდე წამყვანი ბრენდისგან. ხარისხის სტანდარტთან და გონივრულ ფასებთან ერთად ავტობანის კიდევ ერთი უპირატესობა უშუალო მიწოდების ხაზია ევროპიდან, განსაკუთრებით გერმანიიდან, ასევე იაპონიიდან და კორეიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე არ არსებობს ზედმეტი რგოლები. ავტობანი ასევე წარმოადგენს მდგრად პლატფორმას ადგილობრივი ბიზნესისთვის და 800-მდე ლოკალური პარტნიორი ყავს. 2014 წლიდან ავტობანი ავტო ინდუსტრიის უმსხვილესი გაერთიანების TEMOT-ის წევრი და სრულუფლებიანი აქციონერია.

საქმიანობის სფეროები

ჩვენი ძლიერი მხარე მომსახურების მაღალ სტანდარტთან ერთად ჩვენი უმსხვილესი პარტნიორი ქსელია, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ვთავაზობთ ორიგინალ, აუთენტურ პროდუქციას არჩევანის ფართო სპექტრით.

საცალო გაყიდვები
კორპორაციული გაყიდვები და ავტოპარკის აუთსორსინგი
სერთიფიცირებული მრავალპროფილიანი ავტოსერვისი
საბითუმო გაყიდვების ქსელი

მნიშვნელოვანი თარიღები

1995 წელს დაფუძნდა კომპანია. 1998-ში კი მომზადდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზია სააკაძის მოედანზე. 2012 შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფილიალი. 2014 წლიდან ავტობანი ავტოინდუსტრიის უმსხვილესი გაერთიანების TEMOT-ის წევრი და სრულუფლებიანი აქციონერია. 2016 გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კიდევ ერთი ფილიალი, რომელშიც სერვისი და მაღაზია ერთად არის წარმოდგენილი.

საერთაშორისო აღიარება

2014 წლიდან ავტობანი ავტოინდუსტრიის უმსხვილესი გაერთიანების TEMOT-ის წევრი და სრულუფლებიანი აქციონერია. ავტობანი უკვე 23 წელია ცნობილია საუკეთესო პროდუქციითა და სერვისის ხარისხით. მსოფლიოს 70-მდე გლობალური ბრენდი და 18000 დასახელების პროდუქცია. დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ TEMOT GROUP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://www.temot.com/
23+

მრავალწლიანი გამოცდილება

70+

გლობალური პარტნიორი

18000+

დასახელების პროდუქტი

800+

ადგილობრივი პარტნიორი

დაზოგეთ დრო და დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტი ავტოსერვისში ONLINE!

პროდუქციის კატალოგი სადემონსტრაციო რეჟიმშია. ონლაინ გაყიდვების საბოლოო გააქტიურებამდე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ფილიალებში. Dismiss