10% ფასდაკლება სერვისზე

დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტი ჩვენს ავტოსერვისში ონლაინ და მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება ავტო სერვისზე.

ძრავი ერთ-ერთი ყველაზე მგრძონბიარე მექანიზმია თქვენს ავტომობილში. მისი გამართულად მუშაობა აუცილებელია იმისათვის, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ A პუნქტიდან B პუნქტამდე შეფერხების გარეშე მიგიყვანოთ. ამ მნიშვნელოვანი აგრეგატის სისტემა საკმაოდ რთული და კომპლექსურია და საჭიროებს მუდმივ ყურადღებასა და მოვლას. ავტობანის სერვიცენტრებში თქვენ შეძლებთ მაღალი კვაიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული მექანიკოსების დახმარებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის სისტემის გამართული მუშაობა უზრუნველყოთ

სერთიფიცირებული ავტოსერვისი

ჩვენი ავტოსერვისი დაკომპლექტებულია გამოცდილი და საერთაშორისო სერთიფიკატების მქონე პროფესიონალი მექანიკოსებით, რომლებიც მუდმივად გადამზადებას გადიან.

  • ზეთის შეცვლა ძრავში, მექანიკურ, ავტომატურ და ვარიატორულ კოლოფებში, ხიდებში, სამუხრუჭე და ჰიდრავლიკის სითხეების, ანტიფრიზის შეცვლა
  • ყველა სახის ფილტრის შეცვლა
  • გაგრილების სისტემის შესაკეთებელი სამუშაოები (რადიატორის, თერმოსტატის, შლანგების, ანტიფრიზის შეცვლა)
  • კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ელექტროსამუშაოები (აალების სანთლებისა და დიზელის გამათბობლების, სხვა ელექტროდეტალების, ნათურების შეცვლა, აკუმულატორის მონტაჟი)
  • სამუხრუჭე სისტემის დეტალების შეცვლა და სისტემის აღდგენა-რეაბილიტაცია (ხუნდების, დისკების და სხვადასხვა დეტალების შეცვლა)
  • ძრავის ბალიშების, ძრავის ხუფის შუასადების შეცვლა, ღვედებისა და დამჭიმების შეცვლა
  • სავალი ნაწილების სამონტაჟო სამუშაოები (წევების, ბუნიკების, რეზინა-ლითონის დეტალების, ამორტიზატორების, საკისრების, ყუმბარებისა და მტვერდამცავების და სხვა დეტალების შეცვლა)
  • საბურავების შეცვლა, ბალანსირება
  • საწვავი სისტემის გაწმენდა Wynn’s-აპარატით, ტურბოს გაწმენდა Wynn’s-ის სითხეებით

ჩვენი კომპანიის ავტოსერვისი სერთიფიცირებულია შემდეგი ბრენდების მიერ:

პროდუქციის კატალოგი სადემონსტრაციო რეჟიმშია. ონლაინ გაყიდვების საბოლოო გააქტიურებამდე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ფილიალებში. Dismiss