მითები საბურავების შესახებ

კომპანია „ავტობანი“ აგრძელებს ბლოგ პოსტების სერიას, რომელიც ჩვენს მომხარებლბეს დაეხმარება ავტომობილის უკეთ მოვლასა და ისეთ საინტერესო დეტალებში გარკვევაში, რომელიც მნიმუმამდე დაიყვანს მძღოლების მიერ დაშვებულ სტანდარტულ შეცდომებს.

ამჯერად შემოგთავაზებთ იმ მითებს, რომლებიც ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მძღოლებში უკვე მრავალი ათწლეულია დამკვიდრებულია. ზოგი მათგანი შესაძლოა უწყინარი იყოს, თუმცა ზოგიერთი, განსაკუთრებით კი ისინი, რომელიც საბურავებს უკავშირიდება, ხშირდ მაღალ რისკებთან და ფულის არამჯიზნობრივად ხარჯვასთანაა დაკავშირებული.

მითი მეორად საბურავზე

პირველი და ყველაზე გავრცელებული მითი, მეორად საბურავებს უკავშირდება, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად გაყიდვადი პროდუქტია. მძღოლების საკმაოდ დიდი პროცენტი დარწმუნებულია იმაში, რომ მეორადი საბურავი, რომელსაც მიუხედავად მისი ექსპლუატაციის პერიოდისა, მაინც ეტყობა პროტექტორი შესაძლოა  გამოსადეგი იყოს. ეს დიდი და შესაძლოა ითქვას უპატიებელი შეცდომაა. პირველ ყოვლისა მეორადი საბურავების 90%-ს უკვე გასული აქვს მოხმარების ვადა. პროტექტორი გაცვეთილია, რაც თავისთავად ამცირებს უსაფრთხოების ინდიკატორს ა ვტომობილით გადაადგილებისას. მეორადი საბურავი არ არის სანდო, ნებისმეირ დროს შესაძლოა შეუქცევადად დაზიანდეს და გამოიწვიოს ავტოსაგზაო შემთხვევა

მითი მწარმოებელ ქვეყანებზე

ხშირად მძღოლები დიდ ყურადღებას აქცევენ მწარმოებელ ქვეყანას. მაგალითად რამდენიმე წლის წინ, ავტოინდუსტრიაში ნეგატიური შეფასებებით კორეული წარმოების საბურავები გამოირჩეოდა. სამწუხაროდ ბევრმა არ იცის, რომ ბოლო პერიოდში კორეაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხისანი საბურავები მზადდება და საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ კორეული საბურავის შეძენა „წყალში გადაყრილი ფულია“, სიმართლეს აღარ შეესაბამება. სწორედ ასეთივე აზრი არსებობდა ჩინური წარმოებს საბურავების მისამართითაც, თუმცა ჩინეთი ნელნელა ლიდერ პოზიციებს იკავებს ამ მიმართულებით. განსაკუთრებით გამოირჩევა Goodride, Triangle და Kenda. ამ სამივე ბრენდის მიერ წარმოებული საბურავები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ბიუჯეტური ფასთა პოლიტიკითა და ოპტიმალური მონაცემებით ნებისმიერი ავტომობილისთვის.

მითი განიერ და თხელ საბურავებზე

ძალიან ბევრი მძღოლი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას, როდესაც მათ ავტომობილს შეუსაბამო და გაცილებით დიდი ზომის და თანაც თხელ საბურავებს უმონტაჟებს. მძღოლების უმეტესობა თვლის, რომ 18 დიამეტრის ზომის დისკებზე დაბალი პროფილის საბურავი, ძალიან ლამაზად გამოიყურება. სილამაზე სილამაზისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილის შეუფერხებლად გადაადგილებას 70-80%-ით არა დისკი, არამედ თავად საბურავი, ანუ რეზინი უზრუნველყოფს და ამის გათვალისწინებით დისკზე გადაკრული „იზოლენტით“ გადაადგილება ნამდვილად არაკომფორტულია. გარდა ამისა, იზრდება როგორც დისკის, ისე საბურავის დაზიანების რისკიც.

განიერი საბურავის დაყენებას რა თქმა უნდა აქვს თავისი უპირატესობები, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი სპორტული პროფილისაა და ისეთი ზომის სამუხრუჭე მექანიზმი აქვს, რომელზეც პატარა ზომის საბურავი არ ყენდება, თუმცა ასეთი მონაცემების მქონე ავტომობილები ქალაქში გადაადგილებისას იშვიათად თუ შეგხვდებათ.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ შეუსაბამო საბურავის დაყენება ავტომობილზე, ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს და ასევე ცვლის საწვავის ხარჯვის ინდიკატორსაც.

„ავტობანის“ სპეციალისტების განცხადებით, შეუსაბამო ზომის სააბურავის დაყენებამ შესაძლოა გადადგილებისას რეალური სიჩქარის მაჩვენებელიც არიოს.

ბოლომდე დაშვებული საბურავით 160 კმ-ის გავლაა შესაძლებელი

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ბოლომდე დაშვებული საბურავით, დისკის, საბურავის ან ავტომობილი სხვა ნაწილის დაზიანების გარეშე 160 კმ-ის გავლაა შესაძლებელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საბურავების მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ბოლომდე დაშვებული საბურავით, პროტექტორის დაზიანების გარეშე შეგიძლიათ დაახლოებით 80 კმ-ის გავლა და ისიც მხოლოდ 80 კმ/სთ სიჩქარის დაცვის შემთხვევაში. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ მახასიათებლით მხოლოდ RS ტიპის საბურავები გამოირჩევიან. რაც შეეხება დისკის ან სხვა ნაწილების დაზიანებას, ამის შესახებ საბურავების მწარმოებლები გარანტიებს არ იძლევიან.

პროდუქციის კატალოგი სადემონსტრაციო რეჟიმშია. ონლაინ გაყიდვების საბოლოო გააქტიურებამდე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ფილიალებში. Dismiss