10% ფასდაკლება სერვისზე

დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტი ჩვენს ავტოსერვისში ონლაინ და მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება ავტო სერვისზე.

„ავტობანის“ ავტოსერვისი საშუალებას გაძლევთ სრულად გამართოთ თქვენი ავტომობილის ელექტრო-სისტემა. კერძოდ, ჩვენთან შეძლებთ შემდეგი სახის მომსახურების მიღებას: აკუმულატორის დამუხტვა ან ახლით ჩანაცვლება; მოცურების საწინააღმდეგო სისტემის დიაგნოსტიკა და სენსორის შეკეთება; ხუნდების სენსორისა და აალების სანთლების შეკეთება;

სერთიფიცირებული ავტოსერვისი

ჩვენი ავტოსერვისი დაკომპლექტებულია გამოცდილი და საერთაშორისო სერთიფიკატების მქონე პროფესიონალი მექანიკოსებით, რომლებიც მუდმივად გადამზადებას გადიან.

  • ზეთის შეცვლა ძრავში, მექანიკურ, ავტომატურ და ვარიატორულ კოლოფებში, ხიდებში, სამუხრუჭე და ჰიდრავლიკის სითხეების, ანტიფრიზის შეცვლა
  • ყველა სახის ფილტრის შეცვლა
  • გაგრილების სისტემის შესაკეთებელი სამუშაოები (რადიატორის, თერმოსტატის, შლანგების, ანტიფრიზის შეცვლა)
  • კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ელექტროსამუშაოები (აალების სანთლებისა და დიზელის გამათბობლების, სხვა ელექტროდეტალების, ნათურების შეცვლა, აკუმულატორის მონტაჟი)
  • სამუხრუჭე სისტემის დეტალების შეცვლა და სისტემის აღდგენა-რეაბილიტაცია (ხუნდების, დისკების და სხვადასხვა დეტალების შეცვლა)
  • ძრავის ბალიშების, ძრავის ხუფის შუასადების შეცვლა, ღვედებისა და დამჭიმების შეცვლა
  • სავალი ნაწილების სამონტაჟო სამუშაოები (წევების, ბუნიკების, რეზინა-ლითონის დეტალების, ამორტიზატორების, საკისრების, ყუმბარებისა და მტვერდამცავების და სხვა დეტალების შეცვლა)
  • საბურავების შეცვლა, ბალანსირება
  • საწვავი სისტემის გაწმენდა Wynn’s-აპარატით, ტურბოს გაწმენდა Wynn’s-ის სითხეებით

ჩვენი კომპანიის ავტოსერვისი სერთიფიცირებულია შემდეგი ბრენდების მიერ:

პროდუქციის კატალოგი სადემონსტრაციო რეჟიმშია. ონლაინ გაყიდვების საბოლოო გააქტიურებამდე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ფილიალებში. Dismiss